ბოლო 34 წლის განმავლობაში, პარიზში მდინარე სენამ ადიდების უმაღლეს დონეს, 6,1 მეტრს მიაღწია. წყალდიდობის გამო დაიხურა მეტრო სადგურები და მთავარი ღირსშესანიშნაობები. ამის შესახებ BBC წერს.

დახურულია ლუვრისა და ორსეის მუზეუმები. მუზეუმის პერსონალმა ხელოვნების ნიმუშები ზედა სართულებზე გადაიტა. საფრანგეთის 26 რაიონში, მათ შორის დედაქალაქშიც, განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

ფოტო: Travel France

მსგავსი წყალდიდობა პარიზში 1982 წელს მოხდა და მდინარეში წლის დონე მაშინ 6,18 მეტრი იყო.

წყალდიდობა საფრანგეთში

წყალდიდობა საფრანგეთში

ფოტო: Christian Hartmann/ Reuters

BBC-ის ინფორმაციით, წყალდიდობა შეეხო ცენტრალურ ევროპას. საფრანგეთიდან უკრაინამდე, სტიქიის დროს სულ 15 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 2 ადამიანი საფრანგეთში, 10 სამხრეთ გერმანიაში, 2 რუმინეთში და 1 ბელგიაში. წყალდიდობა შეეხო ასევე ავსტრიას, ჰოლანდიასა და პოლონეთს.