განახლება: კლინიკა ვივამედში სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას არ ადასტურებენ.

განცხადება გიორგი ჩალაძემ რამდენიმე წუთის წინ, კლინიკა ვივამედთან გააკეთა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე თვეებია, საუბრობენ და მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვეს.

  • ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.

დეტალები: ჩალაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის მკურნალ ექიმს ესაუბრა და ის ვივამედის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.

  • "პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო, კრიტიკულ ზღვარზე. სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად საჭიროა, იმყოფებოდეს რეანიმაციულ განყოფილებაში და ამ წუთებში, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, მზადდება რეანიმაციული პალატა და ღონისძიებები, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე შენარჩუნდეს", — თქვა მან.
  • On.ge ინფორმაციის გადამოწმებას ვივამედთან ცდილობს, თუმცა კლინიკაში ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობენ.