ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის
ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობა — ეს თიბისის მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამით სტარტაპერი, ახალ ბიზნესებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას უწევს. პროექტის ნაწილია სტარტაპ ისტორიების სერია, რომელიც სტარტაპებს თიბისის ციფრული არხების გამოყენებით მომხმარებლებთან დაახლოებაში და ცნობადობის გაზრდაში ეხმარება.
ამჯერად, სტარტაპ ისტორიების სერიის ფარგლებში, ჰეფიქიდს გაგაცნობთ, რომელიც 3 წლამდე ბავშვებისთვის უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სათამაშოებს ბუნებრივი მასალებით ქმნის.
სტარტაპ ჰეფიქიდის შექმნა ბევრისთვის ნაცნობმა სიტუაციამ განაპირობა — სახლი, რომელიც სავსეა სათამაშოებით, მაგრამ ბავშვები ამ ნივთებით დიდად არ თამაშობენ. სტარტაპ ჰეფიქიდის თანადამფუძნებელი, რუსკა პაპუნაშვილი, იხსენებს, რომ ამ სიტუაციის წინაშე თვითონაც აღმოჩნდა, როცა ბავშვი გაუჩნდა — "ყველაფერს ვყიდულობდი, თუმცა, სინამდვილეში, ბავშვებს არ სჭირდებათ ბევრი სათამაშო. მათ სჭირდებათ ღირებული სათამაშოები, რომლებიც კონკრეტული უნარების განვითარებაში ეხმარებათ".
იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ ბაზარზე განსხვავებული და თან ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი არ იყო, რუსკა და მისი მეუღლე შვილისთვის სათამაშოებს სხვა ქვეყნებიდან იწერდნენ. საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, პრობლემა თავად გადაეჭრათ და შეექმნათ სტარტაპი, რომელიც 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სათამაშოების ნაკრებს გამოუშვებდა.
რუსკა აღნიშნავს, რომ ბავშვები ყოველთვე სხვადასხვა რამეს სწავლობენ, ამიტომ განსხვავებული სათამაშოები სჭირდებათ. ჰეფიქიდის ყუთებში შესული თითოეული სათამაშო კი ასაკთან შესაბამისი უნარების გავარჯიშებას ემსახურება. სენსორული ბურთი, მუდმივობის ყუთი, სილიკონის ასაწყობი ჭიქები — ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნივთებისა, რომლებსაც ჰეფიქიდი ბავშვებში მოტორიკის, ლოგიკური აზროვნების, კონცენტრაციის და სხვა უნარების განვითარებისთვის ქმნის.
"პირველ რიგში, ჰეფიქიდს კონკურენტებისგან ის განასხვავებს, რომ თითოეული სათამაშო დიპლომირებული ექსპერტის მიერ არის შერჩეული და კვლევებზეა დაფუძნებული, შესაბამისად, გართობასთან ერთად, ბავშვებისთვის ღირებულების მომტანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი სათამაშოების უმეტესობა ხელნაკეთია და საქართველოშია დამზადებული".
ჰეფიქიდის წარმატებულ სტარტს რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი — პირველ რიგში, მკაფიოდ ჩანდა ბაზრის მოთხოვნა და მზაობა. ამასთან, დამფუძნებლები იდეის ვალიდაციისთვის საჭირო ექსპერიმენტებსა და კვლევებს მუდმივად ატარებენ. ამ ყველაფერს კი ზურგს უმაგრებს გამოცდილება, რომელიც რუსკამ თიბისის სტარტაპ დეკრეტში გამარჯვებით მიიღო. მან 6-თვიანი ანაზღაურებადი შვებულებით სხვა სტარტაპის გასავითარებლად ისარგებლა, პროგრამაში მიღებული ცოდნა კი შემდეგ ჰეფიქიდის დაარსებისასაც გამოიყენა.
"ძალიან ბევრი რამე ვისწავლე იმ პერიოდის განმავლობაში, როცა სტარტაპ დეკრეტისთვის ვემზადებოდი. მართალია, მაშინდელმა იდეამ სახე იცვალა, თუმცა ის პრინციპები, რაც, ზოგადად, სტარტაპის აშენებისთვის გამოიყენება, იგივეა ჰეფიქიდის შემთხვევაშიც. მენტორებისგან ძალიან ბევრი ღირებული და საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რაც შემდეგ ჩემი იდეის დამუშავებაში გამომადგა".
რაც შეეხება გზას იდეის მოფიქრებიდან პროდუქტის შექმნამდე, ცდილობენ მაქსიმალურად მოქნილი და მსუბუქი პროცესები აირჩიონ.
"ძალიან ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ, რომ საბაზრო ნიშა ვიპოვოთ. როცა იდეა გაგვიჩნდა, პოტენციური მომხმარებლების, ეგრეთ წოდებული user person-ების შექმნა დავიწყეთ. ამ პერსონების მიხედვით ვიპოვეთ ადამიანები, რომლებიც გამოვკითხეთ — ვიკვლიეთ მათი რეალობა, პრობლემები, სურვილები. კვლევისა და ბაზრის ანალიზის შემდეგ MVP (მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი) შევკარით და რადგან არ გვინდოდა ვალიდაციის გარეშე ზედმეტი რესურსების დახარჯვა საიტის დიზაინსა და დეველოპმენტში, სოციალური ქსელებით ოპერირება დავიწყეთ".
ამ ეტაპზე, პროდუქციის შესაძენად ჰეფიქიდს ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე უნდა დაუკავშირდეთ. სამომავლოდ კი ჰეფიქიდის ონლაინ პლატფორმის ჩაშვება იგეგმება, რომელიც Subscription მოდელით იმუშავებს — მომხმარებლები შეძლებენ, ბავშვის ასაკის შესაბამისი ყუთები გამოიწერონ და ყოველ სამ თვეში ერთხელ ავტომატურად ახალი სათამაშოების ნაკრები მიიღონ. ასევე, სტარტაპის დამფუძნებლები გეგმავენ, რომ რამდენიმე გამორჩეული და მოთხოვნადი პროდუქტი საზღვარგარეთ, Etsy-ის პლატფორმის დახმარებით გაიტანონ.
ამ ეტაპზე, ჰეფიქიდი მომხმარებლებს 1 წლამდე ასაკის ბავშვების სათამაშოების სხვადასხვა ნაკრებს სთავაზობს, ახლო მომავალში კი ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდება და პროდუქტები 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც დაემატება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები