ამ თემაზე ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ბრიგადის მეთაურის მოადგილემ ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბახმუტი უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქების, სლოვიანსკისა და კრამატორსკის გზაზეა.

  • ბოლო რამდენიმე თვეა იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია.
  • ანალიტიკოსების შეფასებით, ქალაქის აღება რუსებისთვის სიმბოლური გამარჯვება იქნებოდა — მას მცირე სამხედრო ღირებულება აქვს, მაგრამ დაცემის შემთხვევაში, შესაძლოა, სხვა ქალაქები დააბრუნოს რუსული არტილერიის გავლენის ფარგლებში.

  • ამავდროულად, ბახმუტის აღება დაეხმარება რუსებს, "უკან დახევის" ნარატივი და ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის სერია გადაფარონ.

ომის კვლევის ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ რუსი სამხედროები ბახმუტზე შეტევის გასაძლიერებლად ვაგნერის დაქირავებულ ძალებს ჩაანაცვლებენ.

  • გარდა ამისა, ექსპერტებმა 20 იანვარს გამოქვეყნებული ბრძოლის კადრები გაანალიზეს — ფოტოებზე რუსული BDM-4M ჩანს, ის ნიშური მექანიზემული მანქანა, რომელსაც ექსკლუზიურად მედესანტეები იყენებენ.
  • შედეგად, ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბახმუტის ირგვლივ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები მოქმედებენ.

მებრძოლი ამბობს, რომ 5-6 თვეა ბახმუტის მიმდებარედ ნამდვილი ჯოჯოხეთია და მტერი მუდმივად უტევთ.

  • ხშირად იცვლება ამინდიც, რაც ისახება თითოეული ჯარისკაცის საბრძოლო შესაძლებლობებზე, შემართებასა და პირობებზე.
  • მისი ინფორმაციით, მტერი კონსტანტინოვკა-ბახმუტის გზატკეცილზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ამის გაკეთება არ შეუძლია.
  • "ჩვენი მებრძოლები ყველანაირად ცდილობენ: შეიარაღებული ძალები და ეროვნული გვარდია წარმოუდგენელ საქმეს აკეთებენ, ისინი ნამდვილი გმირები არიან", — აცხადებს ის.
  • და იქვე ამატებს, რომ მტერი დიდ ზარალს განიცდის და ვაგნერი თითქმის მთლიანად განადგურებულია.
  • "ვაგნერი ჩაანაცვლეს მედესანტეებმა, რომლებიც ასევე თითქმის ყოველდღიურად განიცდიან ზარალს არა მხოლოდ ცოცხალი ძალით, არამედ ჯავშანტექნიკითაც".

გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციებს ლიმანსკის და ბახმუტის მიმართულებით და დიდი დანაკარგებს აქვს.

  • მათივე თქმით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს თავდასხმები ბახმუტზე, ვუჰლედარზე და აღმოსავლეთ უკრაინის 11 სხვა ქალაქში.