ხაბეიშვილის განცხადებით, ახლა არ აპირებენ ზეიმს და იზეიმებენ მაშინ, როდესაც როდესაც ქვეყანა ოლიგარქიული რეჟიმისგან გათავისუფლდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: არჩევნების შედეგები დღეს გამოცხადდა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

  • მისი განცხადებით, ეს გამარჯვება ეკუთვნის ამომრჩეველს, მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ყველა პოლიტპატიმარს, ემიგრანტებს და სხვა.
  • ისაუბრა, რომ ენმ-ის კარი ღია იქნება ნებისმიერი ადამიანისა და სიახლისთვის.
  • მიმართა თავმჯდომარეობის კანდიდატებს მელიას, მამულაშვილსა და მუმლაძეს — " "გიწვდით მეგობრობის ხელს. გავერთიანდეთ, გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ".

ხაბეიშვილის თქმით, ამ არჩევნებით ენმ-მ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება და ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია.

  • "ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის";
  • "ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას მტერსაც და მოყვარესაც. ყველას ქვეყნის შიგნით და ყველას ქვეყნის გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ იდეის, რომელიც სათავეში ედო ნაციონალურ მოძრაობის დაფუძნებას";
  • "ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია. დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის";
  • "ენმ არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული დასავლური ფასეულობების ერთგულებას"/

გარდა ამისა, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს.

  • "ზუსტად ისე, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს. ჩვენ ვაპირებთ შრომას და ამ შრომაში არ დავიღლებით არასდროს. ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსულ ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად".
  • "ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს... მიშა მინდა შეგპირდე, რომ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი";
  • "ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი გატეხა არის შეუძლებელი, ყველა პოლიტპატიმარს, ძმებს და დებს უკრაინაში";
  • "ბიძინას და მის მარიონეტებს მინდა ვუთხრა, რომ მათ თავზე ნამდვილად მოიყარა თავი შავმა ღრუბელმა. ამ რისხვას თავს დაატეხეს რუს ოლიგარქს და კრიმინალურ რეჟიმს".