ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, რჩება პარტიაში და აგრძელებს ბრძოლას.

რატომ არის მნიშვნელოვანი: არჩევნების შედეგები დღეს გამოცხადდა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

  • ნიკა მელიამ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა — "ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მე მინდა ვიმედოვნოთ, რომ ის ამას მოახერხებს".
  • აცხადებს, რომ რჩება ბრძოლაში, რომელსაც 2013 წლიდან შეუერთდა.
  • "იმ ათასობით უღალატო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთან ერთად, რომელიც ჩემთვის გაცილებით უფრო ძვირფასნი არიან, როგორც თანამებრძოლნი, გაცილებით უფრო ძვირფასნი არიან, როგორც პარტიის წევრები, მხარდაჭერები, ამომრჩევლები, ვიდრე თუნდაც მეგობრები".

მელიამ ისაუბრა, რომ ძნელია ამ არჩევნებში ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო.

  • "გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი სახელმწიფო. გამომდინარე იქიდან ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები — მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია. გამომდინარე საგარეო პოლიტიკური კურსი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ";
  • "რთულია ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო, მე დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს. მისი მომავალი იქნება ნათელი და დარწმუნებული ვარ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება".