ამის შესახებ პარტიის წევრმა, კობა ნაყოფიამ ბრიფინზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყო.

  • არჩევნები ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდა და ხმის მისაცემად 49 638 ადამიანი დარეგისტრირდა.
  • პარტიის თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძოდნენ.

დეტალები: ნაყოფიას განცხადებით, ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილმა ხმათა 52,58%-ით გაიმარჯვა.

  • დანარჩენ კანდიდატებს შორის კი ხმები ასე გადანაწილდა: ნიკა მელია — 40%;
  • ნონა მამულაშვილი — 3,73%;
  • გიორგი მუმლაძე — 3,68%.