ბოლო მონაცემებზე ოპოზიციური პარტიის წევრმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ხმის მიცემა გუშინ, 28 იანვარს დაიწყო.

  • არჩევნები ბლოკჩეინის სისტემით ტარდება — ხმის მისაცემად 50 000-მდე ამომრჩეველია დარეგისტრირებული
  • მონაწილეობას 4 კანდიდატი — ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იღებენ.

დეტალები: ნაყოფიას თქმით, ამ დროისთვის მონაწილეობა რეგისტრირებულთა დაახლოებით 78%-მა მიიღო.

  • მისივე ინფორმაციით, პროცესში იყო გარკვეული ხარვეზებიც — მხარდამჭერები და პარტიის წევრები ვერიფიკაციის კოდს ვერ იღებდნენ, თუმცა საღამოს 7 საათიდან პრობლემა აღმოიფხვრა.
  • როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე პარტია მთავარს, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და მისი სიცოცხლის გადარჩენის საკითხს დაუბრუნდება.
  • მისი თქმით, ვარაუდობენ, რომ ხვალ, 30 იანვარს 12 საათზე ამომრჩევლებს არჩევნების პირველად შედეგებს აცნობებენ.