ინფორმაცია რუსულ გამოცემა თეატრზე დაყრდნობით, მედუზა ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გასული წლის ბოლოს რუსეთის დუმამ შემოიღო კანონი, რომელმაც "LGBT პროპაგანდაზე იქამდე დაწესებული შეზღუდვები გააფართოვა.

  • პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, "LGBT პროპაგანდა" ნებისმიერ საჯარო სივრცეში აკრძალეს.
  • შედეგად, აიკრძალა ნებისმიერი ქმედება ან ინფორმაციის გავრცელება, რომელიც "ჰომოსექსუალიზმის წახალისების მცდელობად" შეიძლება ჩაითვალოს, მათ შორის, ფილმებში, წიგნებსა და რეკლამებში.
  • მანამდე, 2013 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც ლგბტ უფლებების დამცველი ჯგუფები დაგმეს, ასევე, 18 წლამდე ასაკის ადამიანებში "ჰომოსექსუალობის აგიტაციას" აკრძალეს.
  • კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დისკრიმინაციულად და ჰომოფობიის წამახალისებლად შეაფასა.
  • მიუხედავად ამისა, რუსეთში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები და მაღალია ჰომოფობიური განწყობები.

დეტალები: ფესტივალ ცისარტყელას ახლა ბრაინცევის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრალური ფესტივალი ჰქვია.

  • ორგანიზატორების მტკიცებით, არ სურთ, იყვნენ ისინი, ვინც "ლგბტ პროპაგანდას" ეწევა, ამიტომ სახელის დროებით შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
  • "ერთი მხრივ, ჩვენ ვაკვირდებით, როგორ მარაზმთან მიდის საქმე, მეორე მხრივ, ეს ჩვენი ბრენდია. სახელმწიფო ცისარტყელასთვის ფულს გამოყოფს, თეატრებიც ამ სახელით გვიცნობენ, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს".
  • დუმის ერთ-ერთი დეპუტატი, ალექსანდრ ხინშტეინი კი ამტკიცებს, თითქოს ფესტივალის მენეჯმენტისთვის სახელის შეცვლა არავის უთხოვია, რადგან რუსული კანონები არც კრძალავს და არც აუქმებს "კლასიკურ" ცისარტყელას, თუ ის ლგბტ თემის სიმბოლოს არ გამოხატავს.