ინფორმაციას და ფოტოებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის წვრთნას უკრაინული სატანკო ეკიპაჟები გაივლიან.

დეტალები: როგორც სამინისტრო წერს, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მოკავშირეებთან ერთად Challenger 2-ის ტანკებს გადასცემს, რაც საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერის სიძლიერის დემონსტრირება იქნება.