თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კი ფილმებსა და სერიალებში წიგნების მოყვარული პერსონაჟების გამოჩენას ყოველთვის გაფაციცებით ვაკვირდები ხოლმე. მით უმეტეს, როცა კითხვის პროცესი კადრებშია ასახული და ისიც ჩანს, რას ჩაჰკირკიტებენ ასე გატაცებით. ეს ერთგვარ რეკომენდაციას ჰგავს — ამ შემთხვევაში გამოგონილი პერსონაჟისგან იღებ რჩევებს. ჰოდა, თქვენც თუ ჩემსავით გაინტერესებთ ხოლმე, რას კითხულობენ კინო და ტელე გმირები, ამ სტატიაში საგულდაგულოდ შედგენილ სიას წარმოგიდგენთ.

მაკა კითხულობს ჯონ აპდაიკის ბრაზილიას და დიმიტრი სილაქაძის რუსეთ-საქართველოს ომს (ჩემი ცოლის დაქალები)

ფოტო: ჩცდ / ფორმულა კრეატივი

ფოტო: ჩცდ / ფორმულა კრეატივი

მარიკა კითხულობს სტიგ ლარსონის რომანს გოგო, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა (10 წლის შემდეგ)

ფოტო: ღამის შოუ სტუდია / ტელეკომპანია იმედი

ლეკა კითხულობს ალბერ კამიუს ქოლერას (ჩემი ცოლის დაქალები)

ფოტო: ჩცდ / ფორმულა კრეატივი

სანდრო კითხულობს ერლენდ ლუს ორი რომანისგან შემდგარ გამოცემას დოპლერი / ნაივური. სუპერი. (ზამთრის დეპრესია)

ფოტო: Film Asylum / ეროვნული კინოცენტრი

[ჩაძინებული] ბელა რომეო და ჯულიეტთან (ბინდი: ახალი მთვარე)

ფოტო: Summit Entertainment

ჩარლი კითხულობს ჰარპერ ლის ნუ მოკლავ ჯაფარას (მარტოსულობის უპირატესობანი)

ფოტო: Summit Entertainment

მელანო კითხულობს წიგნებს ყვავილები ელჯერნონისთვის და პერსეპოლისი (ხელოვნური სუნთქვა)

ფოტო: ფორმულა კრეატივი

ფოტო: ფორმულა კრეატივი

ითენი კითხულობს კურტ ვონეგუტის სასაკლაო ხუთს (მშვენიერი ქმნილებები)

ფოტო: Warner Bros. Pictures

მატილდა კითხულობს ჰერმან მელვილის მობი დიკს (მატილდა)

ფოტო: TriStar Pictures / Sony

ელიო კითხულობს პერლ ბაკის დრაკონის თესლს (შენი სახელი დამიძახე)

ფოტო: Sony

დეიმონი კითხულობს ე.ლ. ჯეიმზის გრეის ორმოცდაათ ელფერს (ვამპირის დღიურები)

ფოტო: CW

სკოტი კითხულობს ჯეკ ლონდონის წინაპართა ძახილს (თინეიჯერი მგელი)

ფოტო: MTV

ბრიკი კითხულობს მედლინ ლ'ენგლის რომანს გარღვევა დროში (The Middle)

ფოტო: ABC

გიორგი კითხულობს გურამ ფანჯიკიძის წიგნს არგენტინა, არგენტინა! (რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ)

ფოტო: Sakdoc Film / DFFB

თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...