აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის კომენტარს AP ავრცელებს.

ტრამპის თქმით, იმაზე მეტად გაბრაზებული და მონდომებულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

  • "ჩვენ ვიწყებთ, ვიწყებთ სწორედ აქ, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი", — განაცხადა მან ნიუ-ჰემფშირის შტატში რესპუბლიკური პარტიის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
  • ტრამპი შემდეგ სამხრეთ კაროლინაში გეგმავს ვიზიტს, სადაც, სავარაუდოდ, მისი მხარდამჭერთა გუნდი უნდა წარადგინოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ნიუ-ჰემფშირსა და სამხრეთ კაროლინას გადამწყვეტი როლი აქვს ადრეულ პრაიმერში და ამავდროულად, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევანში.

  • ტრამპი, რომელიც ამჟამად რესპუბლიკური პარტიის ოფიციალურად გამოცხადებული ერთადერთი კანდიდატია, ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის ახალი გამოკითხვის მიხედვით, 12 ქულით ჩამორჩება, სავარაუდოდ, მის მთავარ ოპონენტს, ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტისს.

დეტალები: ტრამპა, ასევე, ისაუბრა გეგმებზეც, კერძოდ, იმაზე, რომ გააუქმებს ფედერალური დაფინანსება იმ სკოლებისთვის, რომლებიც "კრიტიკული რასის თეორიასა" და "მემარცხენე გენდერულ იდეოლოგიას" ავრცელებენ.

  • ამასთან, ტრამპი ჯარის საკითხსაც შეეხო. აღნიშნა, რომ ქვეყანას შესანიშნავი ჯარი, თუმცა "რამდენიმე სულელი" მაღალჩინოსანიც ჰყავს. პრეზიდენტობის ერთ-ერთ მიზნად კი "მთელი არმიის აღდგენა" დაასახელა.