ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

დეტალები: დღეს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

  • On.ge-ს შსს-ში უთხრეს, რომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი უკვე დაკავებულია და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
  • თუმცა, უწყებამ საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო: უწყების ცნობით, 26 იანვარს, ბათუმში, ერთ-ერთ კაფე-ბარში ბრალდებულმა თანმხლებ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

  • მათივე განმარტებით, შემდეგ დაზარალებული და ბრალდებული ერთად წავიდნენ სასტუმროში, რამდენიმე საათში კი ქალი ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
  • პროკურატურის ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.