ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: Unian-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა, თითქმის, სამასჯერ დაარტყეს სხვადასხვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემით და არტილერიით ვუჰლედარის მიმართულებით და განახორციელეს 34 თავდასხმა, მაგრამ მათი მოქმედებები წარმატებული არ იყო.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლური ჯგუფის სპიკერმის, სერხი ჩერევატის თქმით, რუსები რამდენიმე თვე ცდილობდნენ უკრაინული თავდაცვის გარღვევას.

დეტალები: სპიკერის განცხადებით, აღნიშნულ რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსები მხოლოდ დანაკარგს იღებდნენ.

  • "მათ განიცადეს ზარალი, კერძოდ, დაიღუპა 108 და დაიჭრა 136 დამპყრობელი", — თქვა ჩერევატიმ.
  • მისი თქმით, რუს დამპყრობლებს სურთ, გაარღვიონ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაცვა და გადავიდნენ პოკროვსკის და დობროპოლიეს მიდამოებში.

  • "მათი მიზანი ამ მიმართულებით და ბახმუტის მიმართულებით არის დონეცკის რეგიონის ხელში ჩაგდება და ე.წ სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონკრეტულ მიზნად წარმოჩენა", — განმარტა სპიკერმა.