ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კირილენკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

  • მისივე თქმით, ოკუპანტებმა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაზიანდა 4 მაღალსართულიანი კორპუსი, სასტუმრო, ავტოფარეხები და მანქანები.

დეტალები: ადმინისტრაციის განმარტებით, ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ.

  • "კონსტანტინოვკაზე რუსი ოკუპანტების მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი მოჰყვა. ბოროტება აუცილებლად დაისჯება", — წერს პაველ კირილენკო.