როგორც რუსული მედიები წერენ, ვნუკოვოს აეროპორტში ავარიიული სიტუაცია შეიქმნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სპეციალური ფრენის რაზმის Mi-8 ვერტმფრენი უზრუნველყოფს რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს სპიკერების, კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა გადაყვანას.

  • მედიების ნაწილი წერს, რომ ვერტმფრენი აფრენისას დაშავდა, ნაწილი კი ამბობს, რომ ის ავარიულად დაეშვა.
  • ოფიციალური წყაროები დაშავებულებებზე არ საუბრობენ — პროპაგანდისტული რია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კაბინაში არავინ იყო ეკიპაჟის წევრების გარდა.

დეტალები: სახელმწიფო მედია TASS საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის ვერსიად პილოტის შეცდომა განიხილება.

  • "აფრენის პროცესში ვერტმფრენის თვითმფრინავის მეთაურმა გაუმართაობა იგრძნო. აფრენა შეჩერდა. ვერტმფრენმა მცირე დაზიანება მიიღო", — უთხრა RBC-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა, ელენა კრილოვამ.
  • ინტერფაქს კი აეროპოტრში განუცხადეს, რომ დაფრენისას ვერტმფრენმა პროპელერი მიწას გამოედოო და კუდის ნაწილი დააზიანა.