რა წერია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოზე
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE-მ) რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რეზოლუციაში შეფასებულია საქართველოს მიღწეული პროგრესი და გამოთქმულია რეკომენდაციები და შეშფოთება მთავრობის მისამართით, რათა შესრულდეს ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებები.
- ასამბლეა საუბრობს პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, მედიაგარემოსა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
დეტალები: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ქვეყანაში არსებული "უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის" გამო.
- "ეს გავლენას ახდენს ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაზე და მხარეების მონაწილეობაზე საქართველოს შემდგომი კონსოლიდაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებში", — ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმების საფუძვლიანი დამოუკიდებელი შეფასება, "რათა წარიმართოს რეფორმები ქვეყანაში ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად", — წერს PACE.
რეზოლუციაში საუბარია ბოლო დროს მედიის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც და გამოთქმულია რეკომენდაციები.
- "მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა შეამციროს მედიაგარემოში არსებული დაძაბულობა".
ევროსაბჭო გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გმობს უკანონო ოკუპაციასა და მცოცავ ანექსიას.
- "PACE მოუწოდებს ხელისუფლებას, უპასუხოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, რათა მას მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც იგი სამართლიანად ისწრაფვის", — ნათქვამია ტექსტში.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები