მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაციას ქართული ოცნების შემომწირველის კომპანია შეასრულებს — რა ვიცით
ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ თბილისის მერია თითქმის 14 მილიონ ლარს დახარჯავს რეკონსტრუქციასა და კაპიტალურ რემონტში და შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეც იძებნება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ვარკეთილის მეტროში ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა.
- მაშინ სადგურის განახლებაზე კომპანია ყვარელრემმშენმა იმუშავა, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 347 852 ლარი გადაუხადა.
- რემონტის მიღება-ჩაბარების აქტში ხარისხის ექსპერტიზის დასკვნა არ მოიპოვებოდა — თბილისის მერმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნის გარეშე განხორციელდა.
- ექსპერტიზის დასკვნაზე ინფორმაციის მისაღებად On.ge-ს სატრანსპორტო კომპანიისა და მერიის წინააღმდეგ დავა ჰქონდა — სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კომპანიამ ინფორმაცია არ გასცა და გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
- თითქმის 5 წელი გავიდა და ვარკეთილის მეტროში ჭერი არ შეუკეთებიათ.
რატომ არ ჩატარდა რეაბილიtაცია ამ დრომდე: 2019 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ სირცხვილია როცა 1 წლის თავზე ვარკეთილის ჭერი ისევ არ არის გაკეთებული.
- "ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ იმის გაკეთება სირცხვილია უბრალოდ. ხან ტენდერი ვარდება", — ამბობდა მაშინ თბილისის მერი.
- 2022 წლის იანვარში კი აცხადებდა, რომ "თავისი ახსნა აქვს", რატომ არ ჩატარებია ვარკეთილის ჭერს რეაბილიტაცია.
- მისი განმარტებით, უსაფრთხოების შესასწავლად და მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, კვლევები და ექსპერტიზები მიმდინარეობდა.
- 2022 წლის გაზაფხულზე ვარკეთილის მეტროს თითქმის გაორმაგებულ, 12,8-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა კომპანია მამისონმა, რომლის მეწილეც ქართული ოცნების შემომწირველი იყო.
- თუმცა ამავე წლის 9 ნოემბერს მერიაში განაცხადეს, რომ რეაბილიტაცია ჩერდება და კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტეს.
რატომ გაწყდა ხელშეკრულება მამისონთან: როგორც უწყებაში განმარტეს, ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 98 დღის შემდეგ, კვლავ არ იყო წარმოდგენილი სრულყოფილი და ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი.
- მაშინ სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, რომ ხელახლა იწყებდნენ ბაზრის კვლევებს.
- კომპანიის დირექტორმა, დავით ხიდაშელმა კი On.ge-ს უთხრა, რომ ვარკეთილის მეტროსადგურის გაჩერების გარეშე მისი რეაბილიტაცია წარმოუდგენელი იყო.
- "ხალხის მოძრაობის პირობებში ჩვენ მაგას ვერანაირად ვერ შევფუთავდით. ამიტომ ვთხოვეთ გაჩერება ორ თვე ნახევარი და ამაზე მიდიოდა ვაჭრობა სატრანსპორტო კომპანიასთან", — გვითხრა ხიდაშელმა.
- კითხვაზე, რა გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, მან თქვა: "არ მუშაობთო. არ გვანებებდნენ მუშაობას და როგორ უნდა გვემუშავა".
რა ხდება ახლა: თბილისის სატრანსპოსრტო კომპანიამ მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება შპს ბადა ქონსთრაქშენს 2022 წლის 21 დეკემბერს გაუფორმა.
- კომპანიას მეტროს რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 398 611 ლარი უნდა გადაუხადონ.
- სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის 22 სექტემბრამდეა.
- როგორც სატრანსპორტო კომპანიაში On.ge-ის განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიას რეაბილიტაციის პროცესი არ დაუწყია და ჯერ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
- ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბადა ქონსთრაქშენის მფლობელი ოცნების შემომწირველია — საჯარო რეესტრისა და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მონაცემებითაც დასტურდება, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბაჩანა ადამიაა, რომელმაც 2014 წელს მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა.
გარდა ამისა, თბილისის სატრანსპორტოს იგივე კომპანიასთან პირდაპირი წესით ხელშეკრულება გაფორმებული აქვს მეტროსადგურ ავლაბარის ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვისაც.
- ხელშეკრულება ძალაშია 2022 წლის 19 ივლისიდან 2023 წლის 15 ივლისამდე.
- რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 198 341 ლარი უნდა დაიხარჯოს.
- თანხის 36%, ანუ 1 500 000 ათასი ლარი თბილისის მერიამ ბადა ქონსთრაქშენს უკვე გადაუხადა.
- სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ეს სამუშაოები უკვე დაწყებულია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები