მკვლევრები გერმანიაში შემთხვევით პტეროზავრის უჩვეულო სახეობას წააწყდნენ. აღმოჩნდა, რომ სახეობას 400-ზე მეტი კბილი ჰქონდა. მჭიდროდ, კომპაქტურად მოწყობილი კბილებიდან გამომდინარე მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ის იხვებისა და ფლამენგოს მსგავსად იკვებებოდა.

თითქმის სრული ჩონჩხი, რომელსაც Balaenognathus maeuseri დაარქვეს, ეკუთვნის პტეროზავრების ოჯახს, სახელად Ctenochasmatida-ს. თუმცა, ის სხვებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

ყველაზე თვალსაჩინო თვისება მისი კბილებია. მიუხედავად იმისა, რომ პტეროზავრების ზოგიერთ წარმომადგენელს ჰქონდა რამდენიმე დიდი, ბასრი კბილი მტაცებლის დასაჭრელად, ზოგი საერთოდაც უკბილო იყო.

"არსებობს კიდევ ერთი პტეროზავრი, რომელსაც მეტი კბილი აქვს. თუმცა, სქელ კბილებს ზედა ყბაში, ხოლო გრძელ კბილებს ქვედა ყბაში ვხვდებით", — თქვა პროფესორმა დევიდ მარტილმა, პალეობიოლოგიის პროფესორმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა.

თუმცა, Balaenognathus maeuseri-ის კბილები თანაბარი ზომისაა როგორც ზედა, ასევე ქვედა ყბაში. აღსანიშნავია, რომ ზედა ყბაში უფრო მეტი კბილია, ვიდრე ქვედა ყბაში.

კბილები განსაკუთრებულ კვების მექანიზმზე მიუთითებს. სახეობა კბილებს ჭარბი სითხის გამოსაწურავად იყენებდა, რის შედეგადაც მსხვერპლს პირში ტოვებდა. ცხოველი, სავარაუდოდ, ძირითადად წყალში ბინადრობდა. მისი საკვები კი წყლის პაწაწინა კრევეტები უნდა ყოფილიყვნენ. სწორედ ამისთვის სჭირდებოდა მას მსგავსი კბილები, დაახლებით ისე, როგორც ეს იხვებს და ფლამინგოებს.

სახელი "Balaenognathus" უხეშად ითარგმნება, როგორც ვეშაპის პირი მისი ფილტრაციის კვების სტილის გამო. სახეობის ნამარხები შემთხვევით აღმოაჩინეს ბავარიის კარიერში, როდესაც მეცნიერები კირქვის დიდ ქვას ამუშავებდნენ, რომელიც ნიანგის ძვლებს შეიცავდა.

ნიმუში ამჟამად გამოფენილია გერმანიის ბამბერგის ბუნების ისტორიის მუზეუმში.

კვლევა ჟურნალ Palaontologische Zeitschrift-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.