მართალია, შაკირას ახალმა სიმღერამ, რომელშიც მომღერალმა ჟერარდ პიკე მასხრად აიგდო, რეკორდები მოხსნა, თუმცა ინტერნეტში მარწყვის ჯემიც განხილვის თემაა. გავრცელებული ჭორის თანახმად, შაკირამ პიკე ღალატში სწორედ მარწყვის ჯემით გამოიჭირა. თურმე მოგზაურობიდან დაბრუნებულ შაკირას საყვარელი მარწყვის ჯემი შეჭმული დახვდა. რადგან პიკესა და მათ შვილებს მარწყვის ჯემი არ უყვართ, შაკირა მიხვდა, რომ ქმარი ღალატობდა.

მართალია, ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა მარწყვის ჯემი ინტერნეტმა უკვე აიტაცა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა არაერთი სახალისო მიმი შექმნეს. სტატიაში 10 საუკეთესო მიმს გთავაზობთ:

1. შაკირას ჯემი უყურებს პიკეს საყვარელს, რომელიც ქილას უახლოვდება

2. შაკირა მაცივარში ყურებისას

3. ჯემის ქილაში მყოფი შაკირა ამოწმებს, რამდენია შეჭმული

4. პიკე ცდილობს, თავი ისე მოაჩვენოს შაკირას, თითქოს ჯემი მოსწონს

5. სახლში დაბრუნებული მშიერი შაკირა მარწყვის ჯემისკენ მიდის

6. შაკირა ქილაში დარჩენილი მარწყვის ჯემის ალოკვას ცდილობს

7. პიკე აჩერებს გოგოს, რომელიც შაკირას ჯემს უახლოვდება

8. ორი რამ, რაც შაკირას თქმით, არ იტყუება:

1) თეძოები
2) ჯემი

9. შაკირა თავს ჯემად ასაღებს, რათა პიკე ღალატში გამოიჭიროს

10. დაბოლოს, შაკირა, როცა ჯემის ქილა იპოვა