ახლახან მიცემულ ინტერვიუში მარგო რობიმ გაიხსენა, რომ The Wolf of Wall Street-ში შიშველი სცენის გადაღების შემდეგ ძმა 3 თვე არ ელაპარაკებოდა. იმის მიუხედავად, რომ ფილმში რობის მიერ შესრულებულმა რამდენიმე შიშველმა სცენამ მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა, ოჯახთან ერთად ამ ყველაფრის ნახვა უხერხული აღმოჩნდა.

"შეცდომა დავუშვი, რადგან Wolf of Wall Street-ს ოჯახთან ერთად ვუყურე და ეს ძალიან არაკომფორტული იყო. ამის შემდეგ ჩემი ერთ-ერთი ძმა 3 თვის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა. იმიტომ არა, რომ გაბრაზდა. უბრალოდ მას დრო სჭირდებოდა, რათა ისევ საკუთარ დად აღვექვი", — განაცხადა მარგო რობიმ.

ფოტო: Paramount Pictures

როგორც მარგო რობი იხსენებს, კარიერის დასაწყისში შიშველ სცენებში მონაწილეობაზე ყოყმანობდა. Wolf of Wall Street-ის შიშველი სცენების გადაღებამდე კი, რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ უთხრა, რომ ეს მის სურვილზე იყო დამოკიდებული. საბოლოოდ, მარგო რობიმ მაინც გადაწყვიტა, რომ შიშველ სცენაში ეთამაშა.

"სიშიშვლე სიშიშვლისთვის სამარცხვინოა. თუ შიშველ სცენას მხოლოდ იმისთვის იღებენ, რომ ქალმა მაისური გაიხადოს, ეს ამაზრზენია. ასეთი სცენები პერსონაჟის ხასიათს უნდა უსვამდეს ხაზს. Wolf of Wall Street-ის შიშველის სცენის გადაღებამდე მარტინ სკორსეზემ შემომთავაზა, რომ ხალათი მცმოდა, თუმცა გაშიშვლება თავად გადავწყვიტე. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი პერსონაჟი ნაომი ლაპალია სწორედ ასე მოიქცეოდა". — ამბობს მარგო რობი.