ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილმა 9 ნოემბერს შიდაპარტიული არჩევნები, მათ შორის, ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვა.

  • თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.
  • არჩევნები 28-29 იანვარს ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.

მელია ამბობს, რომ კირთაძე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მისი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ერთ-ერთ გამორჩეული ფიგურაა.

  • მისი თქმით, თუ ენმ-ის თავმჯდომარედ აირჩევენ, პარტიაში საკვანძო — გენერალური მდივნის პოზიციას სწორედ ის დაიკავებს.
  • "დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი, მომავალი გამარჯვებისა, არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ", — თქვა მან.

კირთაძემ მელიასა და გუნდს, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო.

  • მისი თქმით, კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი შეთავაზება და ასევე, ისიც, თუ რა როლი აქვს ქართულ სახელმწიფოსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაციონალურ მოძრაობას.
  • "ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვაცნობიერებ ამ ყველაფერს, დავთანხმდი ნიკას და ვაპირეთ, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ ერთად" .
  • კირთაძე ამბობს, რომ ენმ დიდი პარტიაა, რომელსაც ბევრი განსხვავებული ლიდერი ჰყავს, თუმცა მათ ორი რამ — სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა და ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი აერთიანებთ.