საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭის საზღვაო პორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, 24 იანვარს სოჭის პორტის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

  • მოლაპარაკებები შავი ზღვის გავლით მათ პორტებში მიმოსვლის აღდგენას ეხება, რომლის დაწყებაც სოჭიდან ბათუმში იგეგმება.

სააგენტოს განმარტებით, მათთვის რუსულ მხარეს არ მიუმართავს, შესაბამისად, უცნობია, რა მოლაპარაკებებზე საუბრობენ სოჭის პორტის ადმინისტრაციაში.

  • "მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს", — აცხადებენ ისინი.