ბრისტოლის უნივერსიტეტისა და იტალიის მულტიმედიკა ჯგუფის მკვლევრებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც გულის გაახალგაზრდავებაზეა პასუხისმგებელი. მეცნიერებმა გენი ასწლოვანი მოსახლეობის პოპულაციაში დააფიქსირეს. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს გენი იცავდა ინდივიდებს. დიახ, გენი გულებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმრებოდა და იცავდა მათ სიბერესთან დაკავშირებული დაავადებებისგან, როგორიცაა გულის უკმარისობა.

უფრო კონკრეტულად, დაბერების საწინააღმდეგო გენი აღმოაჩინეს პლანეტის ლურჯ ზონებში მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფში. ეს ზონები არის რეგიონები მსოფლიოში, სადაც ადამიანები საშუალოზე მეტ ხანს ცოცხლობენ. მათ შორისაა ოკინავა, სარდინია, ნიკოია (კოსტ რიკა), ლომა ლინდა (საბერძნეთი) და კალიფორნია.

ამ ზონებში მყოფი პირები ხშირად აღწევენ 100 წლამდე და კარგ ჯანმრთელობას ინარჩუნებენ. ისინი ასევე ნაკლებად არიან მიდრეკილნი გულ-სისხლძარღვთა გართულებებისკენ. ამ კვლევაში მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ერთ-ერთი ასეთი ჯანსაღი მუტანტი გენი ხშირად გხვდება სწორედ მსგავს ინდივიდებში. და, მას შეუძლია დაიცვას უჯრედები, რომლებიც შეგროვდა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისგან, რომლებიც საჭიროებენ გულის ტრანსპლანტაციას.

დაბერების საწინააღმდეგო გენმა გულის ფუნქციის დაქვეითება შეაჩერა

ბრისტოლის გუნდმა, პროფესორ პაოლო მადედუს ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ დაბერების საწინააღმდეგო გენის ერთჯერადმა შეყვანამ შეაჩერა გულის ფუნქციის დაქვეითება შუახნის თაგვებში. მეტიც, ხანდაზმულ თაგვებში შეყვანისას გენი აბრუნებდა გულის ბიოლოგიურ საათს უკან. უკან დაბრუნებული დრო ადამიანის შემთხვევაში 10 წელია.

სამწლიანი კვლევა ასევე ჩატარდა საცდელ მილში ადამიანის გულის უჯრედებზე. მილანის მულტიმედიკა ჯგუფის მკვლევრებმა, პროფესორ ანიბალ პუკას ხელმძღვანელობით, გენი დაუკავშირეს ხანდაზმული პაციენტების გულის უჯრედებს. გათვალისწინებული იყო ის ფაქტიც, რომ პაციენტებს გულის პრობლემები ჰქონდათ, მათ შორის ზოგს ტრანსპლანტაცია ესაჭიროებოდა.

"ხანდაზმული პაციენტების უჯრედები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას, აღმოჩნდა, რომ ნაკლებად ეფექტური და უფრო დაბერებული იყო. ტესტის მილში გენის/ცილის დამატებით, ჩვენ დავაკვირდით გულის გაახალგაზრდავების პროცესს: გულის უკმარისობის მქონე პაციენტების გულის უჯრედებმა აღიდგინეს გამართულად ფუნქციონირება, რაც უფრო ეფექტური აღმოჩნდა ახალი სისხლძარღვების შესაქმნელეად", — თქვა მონიკა კატანეომ, MultiMedica ჯგუფის მკვლევარმა.

ცნობილი ფაქტია, რომ მსგავსი ადამიანები თავიანთ ჯანსაღ გენებს შთამომავლებს გადასცემენ. ახლა კი, პირველად კვლევამ აჩვენა, რომ "ასწლეულებში" ნაპოვნი ჯანსაღი გენი შეიძლება გადაეცეს არანათესავ ადამიანებს მათი გულის დასაცავად.

მკურნალობის ახალი ტალღა, რომელიც შთაგონებულია "ასწლეულების" გენეტიკით

მკვლევრები თვლიან, რომ კვლევამ შესაძლოა "გააჩინოს მკურნალობის ახალი ტალღა, რომელიც შთაგონებული იქნება ასწლეულების გენეტიკით".

"ჩვენი აღმოჩენები ადასტურებს, რომ ჯანსაღ გენს შეუძლია შეცვალოს გულის მუშაობის დაქვეითება ხანდაზმულ ადამიანებში. ახლა ჩვენ დაინტერესებული ვართ იმის გარკვევით, გენის ნაცვლად ცილის მიცემაც იმუშავებს თუ არა. გენური თერაპია ფართოდ გამოიყენება უარყოფითი გენებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, ცილაზე დაფუძნებული მკურნალობა უფრო უსაფრთხო და სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე გენური თერაპია", — თქვა პროფესორმა მადედუმ.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე შევამოწმებთ მის ეფექტურობას გულის უკმარისობის მქონე პაციენტებზე კლინიკურ კვლევებში", — დასძინა პუკამ, IRCCS MultiMedica-ის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა და პროფესორმა.

კვლევა გამოქვეყნებულია Cardiovascular Research-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.