ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ რამდენიმე სახეობის სათამაშოს ბაზრიდან გამოთხოვის და ამოღების დადგენილებები გამოსცა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სააგენტომ ბაზარზე განთავსებული 20 სათამაშო ლაბორატორიულად შეამოწმა, საიდანაც ექვსის შემთხვევაში დაადგინა, რომ სტანდარტებთან შეუსაბამობა ქიმიური შემადგენლობის თვალსაზრისით კრიტიკულია.

  • სათამაშო ფრჩხილის ლაქი შეიცავს ტყვიის ნორმის გადაჭარბებულ რაოდენობას.
  • ასევე დადგინდა, რომ სათამაშო ქსილოფონს სძვრება საღებავი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში, შესაძლოა, გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები.

დეტალები: ზედამხედველობის სააგენტოს ცნობით, ვინაიდან ქსილოფონი განკუთვნილია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა დამახასიათებელი ქცევაა სათამაშოების პირში ჩადება, არ უნდა სძვრებოდეს მცირე ზომის ნაწილები.

  • მათი ცნობით, ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშო ტყლარწში ბორის ზედმეტი რაოდენობაა.
  • რაც წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას.
  • კვლევამ აჩვენა, რომ სათამაშო იარაღის ტყვიებს სძვრება მცირე ნაწილები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ბავშვის ხორხში და გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები.