ინფორმაცია On.ge-ს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაუდასტურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე დღის წინ ენმ-ის წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების დროს დავით კეზერაშვილი ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდა და მისგან საჩუქრებიც მიუღია.

  • ბეჟაშვილის თქმით, მათ შორის იყო ძვირადღირებული ავტომობილი.
  • ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ოპონენტების ბრალდებებს უპასუხა და თქვა, რომ "საჩუქრების" წამოძახებაზე გადავიდნენ.
  • "ეს ყველაფერი, გარდა იმისა რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე", — დაწერა მელიამ.

დეტალები: როგორც აუდიტის სამსახურში გვითხრეს, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა.

  • "სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", — აღნიშნავს უწყება.