სახელისუფლებო და პრორუსული ჯგუფები ბერძენიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებენ — რა ვიცით
მითების დეტექტორმა ის Facebook მომხმარებლები შეისწავლა, რომლებიც ლევან ბერძენიშვილს თავს ესხმიან.
რა ხდება: მას შემდეგ რაც ბერძენიშვილმა მეფე ერეკლეს შესახებ ისაუბრა, მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო, რომელსაც კოორდინირებული სახე აქვს.
- ბერძენიშვილს აკრიტიკებდნენ მმართველი გუნდის წევრები და მათთან აფილირებული პირები;
- იყო რამდენიმე შემთხვევაც, როცა მას ქუჩაში უცხო პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
- გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ დეპუტატ სამნიძეს და ლევან ბერძენიშვილის ძმას თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთმა მოძალადემ თქვა: "შენ და შენი ძმა, ჩვენს წმინდას როგორ აგინებთ".
- 15 იანვარს ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ძალადობრივი ჯგუფები ბერძენიშვილს პიკეტით დახვდნენ და ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს.
- შეკრებილები ამბობდნენ, რომ "ერეკლე მეფის მოღალატედ შემრაცხველს" კახეთში არ ელოდნენ.
- DRI-ის შეფასებით, ბერძენიშვილზე მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 იანვარს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის POS TV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის ლევან ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
- გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერეკლე II-ის კრიტიკის გამო ის ერთ-ერთ შენობასთან ბერძენიშვილს არაკაცს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ სიტყვებს მთელი ქართველი ერის სახელით ამბობს.
- ეს ვიდეო კიდევ ერთი მიზეზი გახდა პროსახელისუფლებო აქტორებისთვის, რომ ბერძენიშვილის დისკრედიტაცია გაეგრძელებინათ.
ვინ არის ნათია ბერიძე: მითების დეტექტორი განმარტავს, რომ PosTV-ის მოქმედი ჟურნალისტი წარსულში ჩართული იყო კოკა ყანდიაშვილთან და Espersona-სთან დაკავშირებულ ქსელში, რომელიც ფეისბუქმა არაავთენტური და კოორდინირებულ ქცევის გამო წაშალა.
- ესპერსონას ფეისბუქ გვერდი სოციალურ მედიაში სულ მცირე 14 ჯგუფს მართავდა, რომელთა შორისაც ერთ-ერთის ადმინისტრატორი ნათია ბერიძე იყო.
- დეტექტორის განმარტებით, ბერიძე 2020 წლის დეკემბრამდე ესპერსონას ჟურნალისტი იყო და სწორედ ფეისბუკის სანქციების დაწესების დღეს, 20 დეკემბერს დატოვა რედაქცია, 2021 წლიდან კი PosTV-ის ჟურნალისტია.
სახელისუფლებო აქტორები: მითების დეტექტორის ხაზს უსვამს, რომ ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე, სხვა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირებიც გააქტიურდნენ. კერძოდ:
- ექსპერტმა, გია აბაშიძემ ბერიძის ვიდეო გამოქვეყნებიდან ზუსტად 3 წუთში ატვირთა და დაწერა, რომ ბერძენიშვილი "სადმე ნაცმედიაში მიზანმიმართულად დევნაში სუსსა და ოცნების აქტივისტებს დაადანაშაულებს", სინამდვილეში კი ეს მის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა Vox Populi (ხალხის ხმა) არის.
- გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბერიძის ვიდეოს გავრცელებიდან (21:13) რამდენიმე წუთის შემდეგ (21:40) POSTV — ანალიტიკა-მ სიუჟეტი გამოაქვეყნა სათაურით "ლევან ბერძენიშვილის სირცხვილის საგა".
- რომელშიც ბერძენიშვილის როგორც პოლიტიკური, ასევე სამეცნიერო საქმიანობა ნეგატიურად იყო შეფასებული.
- ასევე აღნიშნული იყო ისიც, "რომ ბერძენიშვილს ამპარტავნება ქართველი ხალხის რისხვად დაუჯდა", რის საილუსტრაციოდაც კახეთში მოწყობილი პროტესტები იყო ნაჩვენები — მოგვიანებით PosTV-მ სიუჟეტი წაშალა.
პრორუსული აქტორები: მითების დეტექტორის განმარტებით, ნათია ბერიძის ვიდეო სოციალურ ქსელში პრორუსულ კონსერვატიულ მოძრაობასა და ძალადობრივ ალტ-ინფოსთან დაკავშირებულმა ფეისბუკ ანგარიშებმა აიტაცეს.
- მონიტორინგის შედეგად, დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული 12 ფეისბუქგვერდი, 13 ჯგუფი, 4 ანონიმური ანგარიში, ასევე, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე და სხვა ონლაინ მედიები გამოვლინდა.
- ვიდეო ხელისუფლების მხარდამჭერ და ოპონენტების მადისკრედიტირებელ გვერდებზეც გავრცელდა.
- ასევე, ძალადობრივი ჯგუფის ლიდერმა, შოთა მარტინენკომ, ალტ-ინფოსა და კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებულმა გვერდებმა გაავრცელეს.
- მითების დეტექტორის მიერ თანდართულ სქრინში ვხედავთ, რომ ფეისბუქგვერდის, არ აგარევინებთ, გამოქვეყნებული ვიდეო დასპონსორებულია, თანხის გადამხდელად კი Davit Davitashvili არის მითითებული.
- მათი განმარტებით, ფეისბუკ ჯგუფების უმრავლესობა (7ჯგუფი), სადაც ნათია ბერიძის ვიდეო გავრცელდა, ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული.
ონლაინ მედიები: როგორც მითების დეტექტორი წერს, ვიდეო გაავრცელეს როგორც პრო-სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ონლაინ მედიებმა (primetime.ge tia.ge, mpn.ge, timer.ge split.spnews.io, digest.pia.ge, resonancedaily.com, mixmetronome.ge).
- ასევე პრორუსულმა (news-front) და სხვა (news.ge, newsline.ge, itar.ge, Newposts.ge) საინფორმაციო სააგენტოებმაც.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები