ოზურგეთის საკრებულოში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დაპირისპირება იყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნების წევრები ენმ-ის დეპუტატებს, ტრადიციულად, ომის პარტიის წევრებად მოიხსენიებდნენ.

  • მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, ეს პერფორმანსი სიმბოლოა იმისა, რომ ოპოზიციური პარტია მეორე ფრონტის გახსნას ვერ ეღირსება.

დეტალები: ქართული ოცნების წევრმა, ქეთი ხომერიკმა ენმ-ის წევრებს სათამაშო ტანკები და თვითმფრინავები გადასცა.

  • მისი თქმით, ოპონენტებს შეუძლიათ, ისინი შიდაპარტიული ბრძოლისას გამოიყენონ.
  • ენმ-ის წევრები ამბობდნენ, რომ ჯობდა, ხელისუფლებას საბრძოლო ტექნიკა უკრაინისთვის გადაეცა.