უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები პოსტებს ტოვებენ — რა ხდება
უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები დაიწყო.
რა ხდება: 23 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანამდებობის პირებს ქვეყნიდან გასვლა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით შეეძლებათ.
- ომში მყოფი ქვეყნის დატოვება აეკრძალათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მათ მოადგილეებს, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს.
- ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ საკადრო ცვლილებები დაანონსა და განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დაუბრუნდება იმ ხალხს, ვინც მთელი ცხოვრება სკამის დევნაში გაატარა.
გარდა ამისა, უკრაინის მმართველი ფრაქციისა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩასვამენ ციხეში.
- მანვე დააანონსა თანამდებობიდან მოადგილის გათავისუფლება, რადგან პაველ ხალიმონმა ომის პერიოდში ძვირადღირებული კერძო სახლი შეიძინა.
- არახამიას განცხადებით, მისი მოადგილის ქცევა არ შეესაბამება მათ ფასეულობებსა და ხედვას იმაზე, რას უნდა აკეთებდეს დეპუტატი ომის დროს.
დეტალები: უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.
- უკრაინული მედიების ცნობით, გენპროკურორის მოადგილე ოჯახთან ერთად ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელიაში ისვენებდა, რა დროსაც ბიზნესმენისა და დეპუტატის, გრიგორი კოზლოვსკის მანქანა გამოიყენა.
- დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
- ვიაჩესლავ შაპოვალოვი უკრაინელი სამხედროებისთვის საკვები პროდუქტების ძვირადღირებულ შესყიდვასთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვა.
- პოსტს ემშვიდობება ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო.
- მან გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელა და ნდობისა და კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი სამხარეო ადმინისტრაციის 5 ხელმძღვანელის გადაყენებას გეგმავს.
- საუბარია დნეპროპეტროვსკის (ვალენტინ რეზნიჩენკო), ზაპოროჟიეს (ალექსანდრე სტარუხი), კიევის (ალექსეი კულება), სუმისა (დიმიტრი ჟივიცკი) და ხერსონის (იაროსლავ იანუშევიჩი) რეგიონალური ადმინისტრაციების ხელმძღვანელებზე.
მანამდე, უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
- უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ვასილი ლოზინსკინს 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. საქმე გენერატორების შეძენას ეხება.
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
კომენტარები