პარიზში ახლახან Schiaparelli-ის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო და გამორჩეული კოსტიუმებით მოიწონა თავი. საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტად მაინც ორმა ცნობილმა სახემ — კაილი ჯენერმა და Doja Cat-მა მიიქცია. კაილის შავი კაბა ეცვა, რომელზეც ლომის თავი იყო მიმაგრებული და იმდენად რეალურს ჰგავდა, ვარსკვლავი თავდაპირველად კრიტიკის ქარცეცხლშიც კი მოექცა.

ფოტო: Getty Images

მოგვიანებით გაირკვა, რომ კაილიმ ისეთი სამოსი აირჩია, რომელიც Schiaparelli-ს ჩვენების მთავარი თემა იყო. ჩვენებაზე ცნობილი მოდელები გამოჩნდნენ, რომელთა კაბებზეც სხვადასხვა ცხოველის თავები იყო მიმაგრებული. მაგალითად, ნაომი კემპბელის კაბაზე მგლის თავი იყო მიმაგრებული, ხოლო ირინა შეიკის კაბაზე — ლომის.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

რაც შეეხება, Doja Cat-ს, მომღერლის კოსტიუმი 30 000 სვაროვსკის თვლით იყო დაფარული და წითლად ელვარებდა. ცნობილია, რომ Schiaparelli-ის წლევანდელი კოლექცია დანტეს ჯოჯოხეთითაა შთაგონებული; სწორედ ამ გავლენითაა შექმნილი Doja Cat-ის კოსტიუმიც, რომლის დასრულებასაც ზუსტად 4 საათი და 48 წუთი დასჭირდა, მომღერლის სტილისტის თქმით, და Doja Cat-ის სახესაც კი ფარავდა.

ფოტო: Getty Images

კაილი ჯენერი და Doja Cat შოუზე, რა თქმა უნდა, ერთმანეთს შეხვდნენ და, როგორც ვიდეოში ჩანს, ორივემ ერთდროულად თქვა: "მიხარია შენი დანახვა." ამის მიუხედავად, საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ერთმანეთის დანახვა არც ერთს არ გახარებია და ეს მათ გამომეტყველებაზეც აისახა.

მათ წამიერ შეხვედრას ტვიტერზე უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ყველამ ერთსულოვნად დაასკვნა, რომ რეალურად ერთმანეთის დანახვა ვარსკვლავებს სულაც არ გახარებიათ — "როცა სინამდვილეში არ გიხარიათ ერთმანეთის ნახვა" — ასე დაასათაურა ვიდეო ტვიტერის ერთმა მომხმარებელმა.

"კაილის ეგონა, რომ ყურადღების ცენტრში მხოლოდ ის იქნებოდა...შემდეგ კი მოვიდა Doja," — დაწერა მეორემ.

ტვიტერის სხვა მომხმარებელმა კი მათი შეხვედრა ფილმის ამ სცენას შეადარა: "Doja Cat-ისა და კაილის განწყობა..."

ამავე თემაზე: