ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: შსს-ს განმარტებით, ბრალდებული ფულადი თანხების მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების, 3000 - 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო.

  • უწყების ცნობით, ბრალდებული ატყუებდა მათ, თითქოს სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო.

დეტალები: პროკურატურის განმარტებით, დაკავებული აღნიშნული სქემის გამოყენებით, 10 დაზარალებულის ფულად თანხას — ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

  • სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
  • გამოძიების ცნობით, მას ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც თაღლითობას გულისხმობს.
  • და სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • პროკურატურის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
  • უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.