პარიზში ახლახან Schiaparelli-ის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელიც ბრენდისთვის დამახასიათებელი დრამატულობით გამოირჩეოდა. პოდიუმს ამშვენებდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორიც ირინა შეიკი და ნაომი კემპბელი არიან, თუმცა არც დამსწრე საზოგადოების კოსტიუმები ჩამოუვარდებოდა მოდელებისას, მათ შორის, აღსანიშნავია, მომღერალ Doja Cat-ის სვაროვსკის თვლებით დაფარული კაბა.

ფოტო: Getty Images

Schiaparelli-ის წლევანდელი კოლექცია დანტეს ჯოჯოხეთითაა შთაგონებული. სწორედ ამ გავლენითაა შექმნილი Doja Cat-ის კოსტიუმი, რომლის დასრულებასაც ზუსტად 4 საათი და 48 წუთი დასჭირდა, მომღერლის სტილისტის თქმით, და რომელიც Doja Cat-ის სახესაც კი ფარავდა.

"საბოლოო შედეგი შთამბეჭდავი, ჯადოსნური შედევრი იყო, რომელიც Doja Cat-ის თავდადებასა და შრომისმოყვარეობაზე მეტყველებს," — განაცხადა მისმა სტილისტმა.