როდესაც პოპულარობას ბავშვობიდან აღწევ, ეს მაყურებლებისთვის ახდენილ ოცნებას ჰგავს, თუმცა ზოგი მსახიობი და მომღერალი ასე სულაც არ ფიქრობს. მათი თქმით, ბავშვებისთვის ადრეულ ასაკში კარიერის დაწყება ხშირად მშობლების გადაწყვეტილებაა, რითაც ისინი ბოროტად სარგებლობენ ხოლმე.

სტატიაში 5 ცნობილი ადამიანის შესახებ გიამბობთ, რომლებიც პოპულარულები ბავშვობაში გახდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი მშობლების მხრიდან ექსპლუატაციის მსხვერპლი იყვნენ და ახლობელი ადამიანები ხშირად უხეშადაც ეპყრობოდნენ.

1. მაკოლეი კალკინი

ფოტო: Getty Images

მაკოლეი კალკინის თქმით, რომელმაც მაყურებელს თავი კევინ მაკკალისტერის როლით დაამახსოვრა, ბავშვობაში გადაწყვეტილებებს მის ნაცვლად მამა იღებდა. მსახიობმა გაიხსენა, რომ 90-იანების დასაწყისში გადაღებების გამო ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მამის მოთხოვნით კი ღამეებს ათენებდა, რათა თავისი პერსონაჟის ტექსტი ზედმიწევნით კარგად ესწავლა.

კალკინის თქმით, მისი მშობლები დაქორწინებულები არ იყვნენ და მას შემდეგ, რაც კარიერა შეწყვიტა, დედამ მასზე მეურვეობა მოითხოვა. საბოლოოდ, კალკინს სასამართლოში მშობლებთან ჰქონდა დავა, რათა მსახიობობით გამომუშავებული 17 მილიონი დაებრუნებინა.

2. მაიკლ ჯეკსონი

ფოტო: Getty Images

The Jackson 5-ის წევრები ბავშვობაში მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლნი არაერთხელ გამხდარან. მაიკლ ჯეკსონის თქმით, მამა ბენდზე ფიზიკურად ძალადობდა, რათა მომზადებისთვის ჩვეულებრივზე მეტი დრო დაეთმოთ. მომღერლის თქმით, თუ ბენდს რეპეტიციის დროს რაიმე შეეშლებოდა, მამა The Jackson 5-ის წევრებს ქამრით სცემდა.

3. არიელ უინტერი

ფოტო: Getty Images / 20th Television

არიელ უინტერის თქმით, მსახიობობა არა თავისი, არამედ დედის გადაწყვეტილება იყო. არიელს დედას მსახიობობა თავად სურდა, ამიტომ შვილი აიძულა, რომ მისი ოცნება განეხორციელებინა. გადაღებების დროს კი არიელის თქმით, დედა შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა და ექსპლუატაციის მსხვერპლიც იყო.

მსახიობმა გაიხსენა, რომ დედა აიძულებდა მკაცრი დიეტა დაეცვა, სკოლისთვის თავი დაენებებინა და სექსუალური სამოსი ჩაეცვა. არიელი დედის მეურვეობისგან 14 წლის ასაკში გათავისუფლდა.

4. აარონ კარტერი

ფოტო: Getty Images

აარონ კარტერის თქმით, როცა თინეიჯერობისას მომღერლობა დაიწყო, მისი შემოსავლიდან 500 მილიონი დოლარი მშობლებმა სახლებსა და მანქანებში დახარჯეს. მოგვიანებით მშობლებმა ეს ქონება გაყიდეს, თუმცა მომღერალს არანაირი წილი არ მიუღია. კარტერის თქმით, ერთხელ მამამ რევოლვერი მის ყურთან ახლოს ისროლა, რის გამოც ცალ ყურში სმენა 70%-ით დაუქვეითდა. მომღერლის მამამ ამით აიძულა შვილი, რომ ხელი $256,000-ის ღირებულების ჩეკის განაღდებაზე მოეწერა.

5. დაბოლოს, ბრუკ შილდსი

ფოტო: Getty Images

ბრუკ შილდსის თქმით, დედამისმა, რომელიც კარიერის დასაწყისში მისი მენეჯერიც იყო, Pretty Baby-ში შვილის მიერ სექსმუშაკის განსახიერებისთვის დიდი თანხა აიღო. მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ 12 წლის ასაკში შიშველი სცენის შესრულებაც მოუწია. შილდსის თქმით, ამ როლის შესრულებას არ ნანობს, თუმცა ჟურნალისტს კითხვაზე უპასუხა, რომ მსგავს სცენაში თავის შვილს მონაწილეობის ნებას არ დართავდა.