უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2022 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.5%-ით გაიზარდა. ფასების ინდექსის მონაცემები (RPPI) საქსტატმა გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მშენებლობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორები საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

  • საქსტატი უძრავი ქონების ფასებს ლარში ითვლის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინდექსზე გავლენას ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსიც ახდენს.
  • ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების (3.8%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (8.9%).
  • არსებობს არაერთი მოსაზრება, რომ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას უკავშირდება.

რიცხვებში: უბნების მიხედვით ფასები განსხვავებულია. 1მ2 ბინა ყველაზე ძვირი ისევ მთაწმინდაზე ღირს, ყველაზე იაფი — სამგორში.

  • მთაწმინდა — 4 941 ლარი;
  • ვაკე — 4 204 ლარი;
  • საბურთალო — 3 333 ლარი;
  • ჩუღურეთი — 3 212 ლარი;
  • დიდუბე — 2 881 ლარი.

კვლევის მიხედვით, ბინების მსგავსად კერძო სახლების ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა და 1მ2-ის ფასი 3 258 ლარს აღწევს.

  • დიდუბე — 3 156;
  • ვაკე — 3 111;
  • საბურთალო — 2 857;
  • კრწანისი — 2 640;
  • ყველაზე იაფი კი გლდანშია — 1 748 ლარი.