ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსის მაყურებელმა ადამსების ოჯახზე გადაღებული ახალი სერიალი — Wednesday იხილა. შოუმ პოპულარობა მალევე მოიპოვა და მასში მონაწილე მსახიობებითაც ბევრი ჩვენგანი დაინტერესდა.

სერიალი უენსდეი ადამსის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ნევერმორის აკადემიაში ხვდება და იქ უამრავ ახალ ადამიანს გაიცნობს. თუ გაინტერესებს, რა ასაკის არიან მსახიობები სერიალსა და რეალურ ცხოვრებაში, ამაზე სწორედ ამ სტატიიდან შეიტყობ.

1. სერიალში უენსდეი თავის მე-16 დაბადების დღეს აღნიშნავს, ჯენა ორტეგა კი 20 წლისაა

ფოტო: Netflix / Getty Images

2. უენსდეის ძმა სერიალში 13-14 წლისაა, მსახიობი ისააკ ორდონესი კი 13 წლისაა

ფოტო: Netflix / Getty Images

3. უენსდეის რუმმეითი სერიალში 16 წლისაა, მსახიობი ემა მეიერსი კი — 20 წლის

ფოტო: Netflix / Getty Images

4. პერსონაჟი იუჯინი სერიალში 14-15 წლისაა, მისი შემსრულებელი მსახიობი კი — 14 წლის

ფოტო: Netflix / Getty Images

5. სერიალში ტაილერი თინეიჯერია, თუმცა მსახიობი ჰანტერ დუჰანი 28 წლისაა

ფოტო: Netflix / Getty Images

6. ქსავიერი დაახლოებით 16 წლისაა, მსახიობი პერსი ჰაინსი კი — 21 წლის

ფოტო: Netflix / Getty Images

7. ბიანკაც დაახლოებით 16 წლისაა, მსახიობი ჯოი სანდეი კი 26 წლისაა

ფოტო: Netflix / Getty Images

8. დაბოლოს, იოკოც დაახლოებით 16 წლისაა, მისი შემსრულებელი ნაომი ოგავა კი — 23 წლის

ფოტო: Netflix / Getty Images