რეპერ A$AP Rocky-სა და რიანას 2022 წლის მაისში პირველი საერთო შვილი შეეძინათ. მომღერლებმა მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობა 2020 წლის ნოემბერში დაიწყეს, ახლა კი უკვე ოჯახური იდილიით ტკბებიან — რეპერის თქმით, რიანასა და მათ შვილთან ერთად სახლში ყოფნა მისთვის სამოთხეა.

ფოტო: AP

"ვერც კი აგიხსნით. ყოველ დღე სამოთხე მხვდება სახლში დაბრუნებულს. ძალიან მადლიერი ვარ. უფალი მოწყალეა," — განაცხადა რეპერმა ინტერვიუში.

ფოტო: Backgrid

A$AP Rocky-ის თქმით, მამობამ მის შემოქმედებაზეც იმოქმედა და უამრავ საკითხს ახალი თვალით შეხედა. რეპერმა 2023 წლის Super Bowl-ის ნახევარფინალის შოუზეც ისაუბრა და თქვა, რომ ძალიან უხარია, რიანას დიდ სცენაზე დაბრუნება.

"ძალიან გახარებული ვარ. ეს საოცარია. მიხარია, რომ ჩემი ქალბატონი სცენას და მუსიკის შექმნას უბრუნდება."