სროლის შედეგად დაჭრილი ადამიანები მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში გადიან.

რა მოხდა: საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა ეზოში მყოფი 4 ადამიანი და დაიჭრა 5 — მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

  • შს მინისტრის განცხადებით, თავდამსხმელის შვილმა, რომელიც ამ დროს სახლში იმყოფებოდა, სახლის დატოვება შეძლო.
  • "ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა", — ამბობს ის.
  • კაცმა ადგილზე მისულ პოლიციელებსაც ცეცხლი გაუხსნა, დაიჭრა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა.
  • შსს-ის ცნობით, დაღუპული კახეთს დეპარტამენტის საგარეოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინიაშვილია.

დეტალები: გავრცელებული ცნობით, დაჭრილთაგან ოთხი ადამიანი საგარეჯოში, ჯეო ჰოსპიტალსში მკურნალობს, ერთი კი თბილისში გადმოიყვანეს.

  • ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს, რომელიც საგარეჯოდან გადმოიყვანეს, საფრთხე არ ემუქრება.
  • მისი დიაგნოზია მარცხენა თვალის უცხო სხეული და ნაფლეთი ჭრილობა, როგორც ექიმმა განაცხადა, ქალს საოპერაციოდ ამზადებენ.
  • ოთხ დაშავებულს, რომლებიც მკურნალობას საგარეჯოში გადიან, უკვე ჩაუტარდათ გადაუდებელი ოპერაცია.
  • მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან ექიმის განმარტებით, ცეცხლსასროლი ჭრილობები მუცლის ღრუში და ქვედა კიდურის მიდამოში აქვს.
  • "დანარჩენ სამს ცეცხლსასროლი ჭრილობები აქვს ქვედა კიდურის მიდამოში, მდგომარეობა სტაბილურია. მათ გამოძიებას ჩვენება მისცეს, კონტაქტურები არიან", — თქვა ექიმმა.

გირჩი — მეტი თავისუფლების განცხადებით, დაჭრილთაგან ერთ-ერთი, მათი წევრი, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე საგარეჯოს სიის პირველი ნომერია.

  • პარტიის განცხადებით, ამ მომენტისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.