მომღერალი სალომე კორკოტაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ ის Super Bowl-ზე ამერიკის ჰიმნის სამღერად მიიწვიეს.

"ესე ემოციურად არასდროს არ მიმღერია! ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა! მითხრეს top ხუთეულში შევდივარ და მათ მიმიწვიეს super bowl-ზე რომ სტადიონზე ვიმღერო ამერიკის ჰიმნი!!", წერს სალომე.

Super Bowl ამერიკული ფეხბურთი სეზონის ბოლო თამაშია, რომელშიც ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ირკვევა. ეს მატჩი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ტელეპროდუქტია, რომელსაც ათობით მილიონი ადამიანი უყურებს.

ღონისძიება ყოველწლიურად თებერვლის პირველ კვირა დღეს ტარდება.