ლომისობაზე 20-მდე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს დახმარება სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გაუწიეს. მათ შესახებ On.ge-ს საგანგებო და სამაშველო სამსახურში განუცხადეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ლომისობის დღესასწაულზე ყოველწლიურად არიან და მოქალაქეებს ეხმარებიან. წელს ამ მიზნით 65 მაშველია გამოყოფილი.

ერთ-ერთი მოქალაქის დაშავებას შეესწრო On.ge-ს ჟურნალისტიც. როგორც ის ყვება, მოქალაქე მთიდან დაგორდა. ზოგიერთმა დაშავებულმა კი ფეხი იღრძო.

როგორც საგანგებო და სამაშველო სამსახურში ამბობენ, მაშველები ადგილზე დილის 5 საათიდან არიან მობილიზებულები და მოქალაქეებს პრობლემების შექმნის შემთხვევაში დახმარებას უწევენ.

ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მეშვიდე კვირას აღინიშნება.