წელს კანის ფესტივალის არაოფიციალურ დედოფლად ნიკოლ კიდმანი შერაცხეს. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა, მსახიობი კანში ორი ახალი ფილმითა და სერიალით ჩავიდა.

დაჯილდოების ცერემონიალზე კი ფესტივალის საიუბილეო, სამოცდამეათე წლისთავთან დაკავშირებით საპატიო პრიზიც გადასცეს.

ფილმი The Beguiled წლევანდელმა ჟიურიმაც შეიმჩნია და კოპოლას საუკეთესო რეჟისორის პრიზი გადასცეს.

როგორც ნიკოლ კიდმანი ამბობს, ფილმში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სოფია იყო, რომელთან ერთადაც კიდევ ერთ ფილმზე იმუშავებს.

"როდესაც რაიმე პროექტს ვთანხმდები, ყოველთვის მაქვს მთავარი მიზეზი. The Beguiled-ის შემთხვევაში ეს სოფიასთან მუშაობის სურვილი იყო. ასევე ძალიან მინდოდა კირსტენ დანსტთან და ელ ფენინგთან მუშაობა, რომლებიც ძალიან მიყვარს, თუმცა სოფია მაინც მთავარი მიზეზი იყო. მუშაობის პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო და შევთანხმდით, რომ მე და სოფია კიდევ ერთ ახალ პროექტზე ვიმუშავებთ", - ამბობს ნიკოლი.

აღსანიშანვია, რომ ფილმსაც და ნიკოლ კიდმანსაც 2018 წლის ოსკარზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატებად უკვე განიხილავენ.