"ჟურნალისტმა ხელი შეუწყო დისკრიმინაციას" — ქარტია საქმეზე "სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ"
11 იანვარს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საქმეზე "სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, ეკო ფანგანმა ქარტიის მე-7 პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველა ღონე იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.
სოფია კვინიკაძემ საბჭოს 2022 წლის 2 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტის გამო მიმართა. "იმედის დღეში", ეკო ფანგანის რუბრიკაში გასულ მასალაში, სახელად "პოზიტიური დამოკიდებულება სხეულის მიმართ თუ ჭარბი წონის ნორმალიზება", ეკო ფანგანი "ჭარბი წონის" შესახებ საუბრობს. გადაცემაში სამხრეთ კორეაში მოღვაწე ბლოგერისა და მოდელის, სოფია კვინიკაძის ფოტოებიცაა გამოყენებული და გადაცემის თემა მის მაგალითზეცაა განხილული.
"განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გადაცემა წაახალისებდა ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ ქვეყანაში უკვე არსებულ სტიგმას და დისკრიმინაციულ განწყობას, რომ ყოველგვარ ჭარბ წონას არაჯანსაღი კვება იწვევს. მისი თქმით, ამას ამტკიცებდა გარემოება, რომ გადაცემის დასაწყისში ეკრანზე აჩვენებდნენ ჭარბწონიანი ადამიანის ფოტოს, რომელიც fast food-ს [სწრაფი კვება] მიირთმევს.
განმცხადებელი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის მიმართ ჟურნალისტს უნდა გამოეჩინა პასუხისმგებლობა და სიფრთხილით შეერჩია ფოტოები/გამოეყენებინა ფრაზები. სოფიო კვინიკაძის თქმით, მაგალითად, ჟურნალისტის ნათქვამი, რომ ჭარბწონიან ადამიანებში გვხვდება კონკრეტული დაავადებები და ამის გამო 'არ შეიძლება ჭარბ წონას პროპაგანდა გავუწიოთ', არასწორია, რადგან აღნიშნული არგუმენტი აზიანებს body positivity მოძრაობის მთავარ არსს — ჭარბი წონა სიმახინჯეს არ ნიშნავს", — ვკითხულობთ ქარტიის გადაწყვეტილებაში სოფია კვინიკაძის პოზიციას.
ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი: "საბჭო აცხადებს, რომ ჟურნალისტმა ხელი შეუწყო დისკრიმინაციას, სტერეოტიპების ტირაჟირებას/გაძლიერებას."
ქარტია აცხადებს, რომ ამ საკითხის მიმართ საზოგადოებაში უკვე ისედაც არსებობს სტერეოტიპული შეხედულებები და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები, მედიამ კი დისკრიმინაციის კიდევ უფრო გაძლიერებას ხელი უნდა შეუშალოს.
ქარტიის მიხედვით, "ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და მისი წახალისება, სტიგმა და სენსიტიური გამონათქვამები...მასალის მომზადების არამგრძნობიარე/საზიანო ფორმაა, როდესაც ადამიანის ფიზიკურ გარეგნობასა და წონაზე ზედმეტი ფოკუსირება ან მუდმივი შემოწმება ხდება. განსაკუთრებით, ქალების ობიექტივაცია პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ქალები და გოგოები საკუთარ თავს."
ქარტიის გადაწყვეტილებაში იმასაც ვკითხულობთ, რომ მედიამ ვიზუალური მასალა სიფრთხილით უნდა გამოიყენოს. აღნიშნულ შემთხვევაში კი რუბრიკის დასაწყისში ვხედავთ ქალებს, რომლებიც სწრაფი კვების პროდუქტებს ჭამენ და ეს შესაძლოა იმ მოსაზრებას აძლიერებდეს, რომ ჭარბი წონა ყველა შემთხვევაში არაჯანსაღი კვებითაა გამოწვეული. სიუჟეტში მხოლოდ ქალების ფოტოებია, რაც, ქარტიის მიხედვით, ასევე სტერეოტიპულია.
აღსანიშნავია, რომ სოფია კვინიკაძის თქმით, ტელეკომპანიამ მისი ფოტოები უნებართვოდ გამოიყენა. კვინიკაძე დავობდა, რომ ეკო ფანგანმა ქარტიის მე-10 პრინციპიც დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, სხვის პირად ცხოვრებას პატივი სცეს და არ შეიჭრას სხვის პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს საჯარო ინტერესი.
ქარტიამ განაცხადა, რომ სოფია კვინიკაძის საერთაშორისო ჟურნალის გარეკანზე მოხვედრის ფაქტი შესაძლოა წარმოადგენდეს საჯარო ინტერესს, თანაც აღნიშნული ფოტოები სოციალურ ქსელებში საჯაროდ იყო გავრცელებული, რის გამოც მე-10 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.
გაეცანით ქარტიის გადაწყვეტილებას უფრო ვრცლად ბმულზე.
სოფია კვინიკაძე სამხრეთ კორეაში მოღვაწე ბლოგერი და მოდელია, რომელსაც საზოგადოება სოციალურ ქსელებში Depressed Georgian in South Korea-ის სახელითაც იცნობს. ცოტა ხნის წინ სოფია საერთაშორისო ჟურნალ MALVIE Magazine-ის გარეკანზე მოხვდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები