ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ რელიგიის საკითხთა სააგენტოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სავალდებულო სამხედრო სამსახური და მასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების კრიტიკის მიზეზი.

  • კანონის მთავარი მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტია გირჩი იყო, რომელიც სამსახურის გაუქმებას ითხოვდა — მათ რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს, რომელიც სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარებოდა.
  • პრემიერმინისტრმა საპატრიარქოსთან კონსულტაციების შემდეგ პარტია გირჩის მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ასეთი დაწესებულებები დაიხურება.

დეტალები: მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას აღარ ექნება და ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია.

  • "სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწს იმ მექანიზმებს, რომლებიც გამოყენებული იქნება კანონმდებლობაში", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
  • თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.