ამის შესახებ On.ge-ს მერიაში განუცხადეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა და საპატრიარქოს სასულიერო პირებმა 5 ივლისს დადგეს.

  • 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და სასულიერო პირებმა დააორგანიზეს ძალადობა — აქტივისტების ოფისები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს.
  • ამ დრომდე დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ.

დეტალები: რკინის კონსტრუქცია არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი და საზოგადოების ნაწილი მის აღებასაც მოითხოვდა.

  • თბილისის მერმა ჯერ კიდევ 2021 წლის 3 დეკემბერსაც ამბობდა, რომ პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი დარჩება, ვიდრე ახალი პროექტი განხორციელდება.
  • დღეს ეს კონსტრუქცია კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ხათუნა სამნიძემ გამოაქვეყნა მერიიდან მიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვით არ არის დადგმული.

თბილისის მერიაში არ დაგვიკონკრეტეს, თუ რა პროექტზეა საუბარი და დამატებითი დეტალები არ მოუწოდებიათ.

  • "მიმდინარეობს პროექტის დამუშავება და მას შემდეგ რაც თბილისის მერიაში შემოვა პროექტი, საზოგადოებას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას", — განუცხადეს On.ge-ს თბილისის მერიაში.