ყოველი ახალი წლის დადგომის შემდეგ, პროფესიონალი ანალიტიკოსები, გამოცდილი თუ მოყვარული ინვესტორები ელოდებიან ინდუსტრიების ჩამონათვალს, რომლებიც მომგებიანი და პოპულარული იქნება აქციებით ვაჭრობისთვის. გთავაზობთ Galt & Taggart-ის კვლევას 2023 წლის ტრენდული ინდუსტრიების შესახებ, რომელთაც ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან:

1. ტექნოლოგიები — მუდმივად პოპულარული სფერო

უკანასკნელი ათწლეული ან უფრო მეტი, ტექნოლოგიების ინდუსტრია ყველაზე პოპულარულია ინვესტირებისთვის. ტექნოლოგიები მოიცავს როგორც ხელოვნურ ინტელექტს და მასზე დაშენებულ კომპანიებს, ასევე საყოფაცხოვრებო აპლიკაციებს. ვინაიდან ეს ინდუსტრია ყოველდღიურად ვითარდება და ბირჟებზეც თითქმის ყოველთვის აღმავალი ტენდენცია ახასიათებს, ინვესტორები და ანალიტიკოსები ხშირად ინტერესდებიან ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მომუშავე სხვადასხვა კომპანიის აქციების შეძენით.

2. ჯანდაცვა — მზარდი ინდუსტრია პანდემიის შემდეგ

COVID-19 პანდემიის და ვაქცინების გამოგონების შემდეგ, მედიცინის, კერძოდ, ფარმაცევტული კომპანიების პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2030 წლამდე ფარმაცევტული კომპანიების ზრდა, საშუალოდ, წლიურად 15% იქნება. ყველაზე პოპულარული კომპანია კი არც მეტი და არც ნაკლები Pfizer-ია (NYSE:PFE), მიუხედავად აქციების ფასის ბოლოდროინდელი ვარდნისა.

3. ენერგოსექტორი — მუდმივად ცვალებადი, მაგრამ ძლიერი სექტორი

მართალია, განახლებადი ენერგიების წყაროები და ელექტრო ან ჰიბრიდული მანქანები მუდმივად ვითარდება და მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ნავთობისა და გაზის ჩანაცვლება რთული პროცესია. ამიტომაც, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 2023 წელს, მრავალი ფაქტორის გამო, ამ ორ ნედლეულზე მოთხოვნა კვლავაც მაღალი იქნება. მიზეზი მრავალია და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გეოპოლიტიკური ფაქტორებია, რომლებიც ნავთობისა და გაზის კომპანიების მოგებას განაპირობებს.

4. საბანკო სერვისები — გამოცდილი და სანდრო ინდუსტრია

მიუხედავად კრიზისებისა, საბანკო სფერო უკვე ათწლეულებია ამტკიცებს, რომ სანდო სფეროა ნაკლებად რისკიანი ინვესტორებისთვის. თითქმის ყველა გამოცდილი ინვესტორი ფლობს აქციებს საბანკო ინდუსტრიაში და როგორც ვარაუდობენ, 2023 წელიც არ იქნება გამონაკლისი. ამასთან ერთად, საბანკო სფეროს წარმომადგენლები მუდმივად ვითარდებიან და ნერგავენ სიახლეებს, რაც ზრდის მომხმარებელთა რაოდენობას, და შესაბამისად — მოგებასაც.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.