მერიის განცხადებით, გაწმენდის სამუშაოებს თბილსერვის ჯგუფი ასრულებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 8 იანვარს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში თოვლი მოვიდა.

  • მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით გვიან ღამით დაიწყო და მასში კომპანიის 150 თანამშრომელი და 27 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.

დეტალები: მათივე თქმით, ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია აღმაშენებლის ხეივანზე, ქოშიგორას დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან, კახეთის გზატკეცილზე; ლილოს დასახლებაში.

  • ასევე, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ გიორგიწმინდასა და ნუცუბიძის პლატოებზე.
  • მერიის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები თბილისს შემოერთებული ტერიტორიებზე — შინდისში, წავკისში, კოჯორში, ტაბახმელაში, სამადლოში, ახალბაში, კიკეთში, წყნეთში, ბეთანიაში;
  • ამასთან, თხინვალში, დიდგორსა და თელოვანში.
  • მერია წერს, რომ სამუშოები ისევ გრძელდება, მოსახლეობას კი პრობლემების არსებობის შემთხვევაში, თბილსერვის ჯგუფის (2 61 90 50) ან თბილისის მერიის (2 72 22 22) ცხელ ხაზზე დარეკვას სთავაზობენ.