ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 3 იანვრიდან დეპუტატებს პენიტენციური სამსახურის სპეციალური ნებართვის გარეშე სააკაშვილის მონახულების უფლება აღარ აქვთ.

  • შესაბამისი განცხადება პარლამენტმა 30 დეკემბერს გაავრცელა და გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მოტივით ახსნა.

დეტალები: დეკანოიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება სააკაშვილის პოლიტიკურ იზოლაციაში ყოფნას განაგრძობს.

  • "მე ვითხოვ ღიად, საჯაროდ, კვლავ, ძალიან მწვავედ, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოგვეცეს საშუალება, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება იყოს ჩვენი უფლება-მოვალეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
  • ასე პუტინის რეჟიმი ექცევა პოლიტიკურ პატიმრებს, მათ შორის — კარა-მურზას, მათ შორის, ნავალნის", — განაცხადა დეკანოიძემ.