ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: წლებია, საოკუპაციო რეჟიმი როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს ან უკანონოდ აპატიმრებს.

  • ოკუპირებულ ტერიტორიების ციხეში ირღვევა ადამიანის უფლებები, იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
  • სუს-ში აცხადებენ, რომ უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას.

დეტალები: საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს.

  • სუს-ის ინფორმაციით, უკვე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი.

  • ასევე, მომხდარი ინციდენტზე საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ეცნობათ.

  • "ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად", — აცხადებენ უწყებაში.