ქეით ბლანშეტის მიერ განსახიერებული ბობ დილანის როლით შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეულმა ჯულიან როუზფელდტმა ახალ პროექტში, მანეფისტო, ბლანშეტს 13 პერსონაჟის განსახიერება დაავალა.

ბლანშეტი ერთ ფილმში სხვადასხვა დროში მცხოვრები უსახლკარო კაცის, სკოლის მასწავლებლის, ქვრივის, ქორეოგრაფის, მუშისა და სხვა პერსონაჟების როლებს ასრულებს.

ეს არის თავბრუდამხვევი მოგზაურობა მეოცე საუკუნის ხელოვნების ისტორიაში, რომელშიც ერთი მსახიობი თავისუფლების ცამეტ მანიფესტს გვთავაზობს, მათ შორის პოლიტიკაზე, სიყვარულსა და სიკვდილზე.

ქეით ბლანშეტი და მისი ხმა მოკლე სცენებს აერთიანებს, რომლებშიც ხან ქალის შინაგანი ხმა გვესმის, ხანაც პერსონაჟი ეკრანიდან მოგვმართავს.

ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა, 8 ივნისიდან კი მისი ნახვა საქართველოს კინოთეატრებში იქნება შესაძლებელი.