ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ პირველ იანვარს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა.

  • მათივე განცხადებით ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ორი ადამიანი დაიღუპა — დაზიანება მიიღო ერთმა პირმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • უწყების ცნობით, დაკავებულები 1952 წელს წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც. არიან.