როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი გადაწყვეტილებით, შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება ერთჯერადად მიანიჭოს რომელიმე დეპუტატს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდია, სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

  • ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
  • 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად არ ჩართო და მიზეზად "შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობების" არარსებობა დაასახელა.
  • სხდომის გადადების შემდეგ უწყებამ სააკაშვილის დამონტაჟებული და უხმო კადრები გაასაჯაროვა.
  • ამას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მუქარა, რომ თუ სიმულაციურ ქმედებები არ შეწყდებოდა, კადრებს გაასაჯაროებდნენ.
  • 22 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ექსპრეზიდენტის დისტანციურად ჩართვა მოხერხდა.

პარლამენტის თქმით, 27 დეკემბერს მინისტრმა ბრეგაძემ თავმჯდომარეს სააკაშვილის უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, პენიტენციურის მხრიდან უსაფრთხოების ღონისძიების გამკაცრებაზე აცნობა.

  • "მათ შორის, შეხვედრებთან დაკავშირებით, და მიმართა თხოვნით, აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრებზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას".

განმარტავენ, რომ პატიმრობის კოდექსი პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისა და პატიმრის მონახულების ფორმებს. ასევე, დაწესებულებაში შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს.

  • წერენ, რომ კოდექსით გათვალისწინებულია რამდენიმე თანამდებობის პირი, მათ შორისაა, პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ა.შ. რომლებსაც ნებართვის გარეშე დაწესებულებაში შესვლის უფლება აქვთ.
  • "თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საკუთარი გადაწყვეტილებით, შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება ერთჯერადად მიანიჭოს პარლამენტის რომელიმე წევრს".

ამასთან, ამბობენ, რომ გასული წლის 3 ოქტომბრიდან სააკაშვილის მოსანახულებლად გაიცა 228 ნებართვა. ასევე, სააკაშვილის მონახულება ადვოკატებმა დღემდე 533-ჯერ შეძლეს.

  • წერენ იმასაც, რომ აქტიურ მონიტორინგს აწარმოებენ ომბუდსმენი და მისი წარმომადგენლები, სააკაშვილის მიმართ კი ამ უფლებით მათ უკვე 57-ჯერ ისარგებლეს.
  • "შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელის მოხდის პირობებზე ეფექტიანი მონიტორინგი სრულად უზრუნველყოფილია".
  • "ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ჩერდება პარლამენტის წევრებისთვის მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება".
  • ცვლილება 3 იანვრიდან ამოქმედდება.